საუკეთესო ფასები

1000 ლარზე მეტი შეკვეთისთვის
%5 SALE
ყიდვის ბოლო შანსი.

კონფიდენციალურობა

ჩვენთვის მომხმარებლებზე ზრუნვა პრიორიტეტია, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ზოგადად პერსონალური მონაცემების დამუშავების ერთ-ერთ მიზანს, მომხმარებლებისათვის საიტით სარგებლობის გამარტივება წარმოადგენს. ამას გარდა, მონაცემების დამუშავება გვეხმარება ახალი პროდუქტებისა და სერვისების დანერგვაში, მარკეტინგული აქტივობების განხორციელებაში, მომსახურე ბანკის მიერ განვადების დამტკიცებასა და გადახდების მართვაში, თქვენს პრეტენზიებსა და შენიშვნებზე რეაგირებაში, ჩვენი ვებ-გვერდის და ზოგადად სისტემის არასათანადო გამოყენების და დანაშაულის პრევენციაში, და რა თქმა უნდა, როგორც ჩვენი ასევე თქვენი კანონიერი ინტერესების დაცვაში.

ჩვენს მიერ მონაცემების შეგროვება ხდება იმ შემთხვევაში თუ თქვენ რეგისტრირდებით/ავტორიზაციას გადიხართ ჩვენს ვებ-გვერდზე, აგრეთვე იმ შემთხვევაში თუ თქვენ მოგვმართავთ რაიმე მომსახურების ან პროდუქტის მიღების მიზნით (იქნება ეს სატელეფონო, ელ. ფოსტის , ჩვენი ვებ-გვერდის, ონლაინ ჩათის თუ წერილებითი ფორთმით).

თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვისათვის ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგებს, ასევე, ჩვენს უსაფრთხოების სისტემებს ემსახურება კომპეტენტური პერსონალი.

თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს კანონით განსაზღვრულ ინფორმაციაზე სამართალდამცავი ორგანოებისათვის წვდომის დაშვება.

ასევე პერსონალური მონაცემების გადაცემა შეიძლება მოხდეს კომპანიის რეორგანიზაციის ან/და შერწყმის შემთხვევაში, რა დროსაც კომპნაიის სამართალმემკვიდრე მოიპოვებს პირად ინფორმაციაზე წვდომას. თუმცა მასაც იგივე უფლებები და მოვალეობები აქვს ამ პირად მონაცემებთან დაკავშირებით, როგორც ჩვენ, ცვლილებების განხორციელებამდე.

გაითვალისწინეთ რომ, ჩვენს ვებ-გვერდზე რაიმეს შეძენისას, თქვენი ბარათის ინფორმაცია ჩვენთვის ხელმიუწვდომელია, შესაბამისად ამ მონაცემების შენახვა ჩვენს მიერ არ ხდება.

iptech.ge-ს სერვისებით და პროდუქტებით სარგებლობა ჩვენი პოლიტიკის თანახმად არ არის გამიზნული და მიმართული 18 წელს მიუღწეველი პირებისათვის, ამიტომ თუ თქვენ არ ხართ სრულწლოვანი, თქვენ არ გაქვთ უფლება ისარგებლოთ ჩვენი სერვისებითა და პროდუქტებით სრულწლოვანების მიღწევამდე.

პერსონალური ინფრომაციის შენახვის ვადა:

კონკრეტული ვადა არ არის განსაზღვრული. მონაცემების შენახვა ხდება რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ მისი პროფილის გაუქმებამდე, მისივე მოთხოვნის საფუძველზე.

თუ გსურთ თქვენი მონაცემების წაშლა ან ცვლილება, სავალდებულოა რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელ-ფოსტიდან გააგზავნოთ შესაბამისი მოთხოვნა - info@iptech.ge-ზე. ამავე ელ-ფოსტაზე შეტყობინების გამოგზავნით შესაძლებელია ნებისმიერი ინფორმაციის მიღება კომპანიის მიერ, თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე.

გაითვალისინეთ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ყველა ზემოაღნიშნული მონაცემი.

და ბოლოს, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას რომ დროთა განმავლობაში, კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან სხვა გარემოებათა გათვალისწინებით შევცალოთ წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა, ცხადია ამის შესახებ მოხდება ინფრომაციის გამოქვეყნება ჩვენს ვებ-გვერდზე, რისთვისაც თქვენი, როგორც მომხმარებლის ვალდებულებაა პერიოდულად ამოწმოთ რაიმე ხომ არ შეიცვალა პერსონალურ მონაცემთდა დაცვის პოლიტიკის ნაწილში.

ნებისმიერ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

ცხელი ხაზი: (+995 32) 2 420 821;

ელ.ფოსტა: info@iptech.ge

უფასო მიწოდება

უფასო მიწოდება.

გარანტია

გარანტია 1 წელი.

გადახდა

გადახდა შესაძლებელია როგორც ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით ისევე განვადებით.

პირდაპირი მხარდაჭერა

Live მხარდაჭერა სამუშაო საათებში